მზია ამაღლობელის ადვოკატი - როდესაც ვაჩვენეთ ინციდენტიდან 1-2 წუთში გადაღებული კადრი, არცერთ მხარეს ოდნავ შეფერილობაც არ აქვს ირაკლი დგებუაძეს, სასაცილოა, რომ „ლოყა გაუწითლდა“

როდესაც ვაჩვენეთ ინციდენტიდან 1-2 წუთში გადაღებული კადრი, არცერთ მხარეს ოდნავ შეფერილობაც არ აქვს მას {ირაკლი დგებუაძეს}, სასაცილოა რომ „ლოყა გაუწითლდა“, - ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მაია მწარიაშვილის თქმით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმე პოლიციელი ცდილობს გამორიცხოს შემდგომი ძალადობა, რაც მზია ამაღლობელზე განხორციელდა დგებუაძის მიერ.

"მაშინ, როდესაც ვაჩვენეთ კადრი ინციდენტიდან 1-2 წუთში გადაღებული, არცერთ მხარეს ოდნავ შეფერილობაც არ აქვს მას, სასაცილოა რომ „ლოყა გაუწითლდა“. ამ ტიპის ტყუილები მოვისმინეთ -"იქ ვიყავი", "არ ვიყავი". ის ცდილობს გამორიცხოს შემდგომი ძალადობა, რაც განხორციელდა მზია ამაღლობელზე თავად დგებუაძის მიერ. სავარაუდოდ, თავად იქ იყო. ყველაზე დიდი ტყუილი იცით რა არის, დღემდე არ წარმოადგინა გამოძიებამ კამერები. თუ ეს სიცრუეა, რასაც მზია ამაღლობელი ჰყვება რომ მასზე დგებუაძემ განახორციელა ძალადობა, შეაფურთხა, აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა, გვაჩვენონ კადრები. არ გვაჩვენებენ“,- აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი განახლდა. მზია ამაღლობელს სხდომათა დარბაზში მხარდამჭერები ტრანსპარანტებით დახვდნენ, ასევე, ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზიას“. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პოლიციელების დაკითხვის თაობაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!