სალომე ზურაბიშვილი - კრემლი საქართველოს ხელმძღვანელობას რეგულარულად აქებს, საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსიც შეიცვალა - რუსეთს ზეწოლის გარკვეული ინსტრუმენტები აქვს და ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია

ქვეყანაში რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვან გავლენას იძენს და ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კრემლი საქართველოს ხელმძღვანელობას რეგულარულად აქებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა პარტია „ქართული ოცნება“ ბოლო 13 წლის განმავლობაში.

„ვიტყოდი, რომ ბოლო 13 წელი არა, რადგან როდესაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ, ისინი მათი პროგრამის შესაბამისად იქცეოდნენ. მათი პროგრამა კი საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელება იყო. სწორედ ეს მმართველი პარტია იყო, რომელმაც 2018 წელს მუხლი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტმა ქვეყნის ევროპულ კურსს მხარი უნდა დაუჭიროს და ეს საერთო მიზნად იქცა საქართველოში მოქმედი ყველა ძალისთვის. ეს არის მუხლი, რომელიც იმპიჩმენტის დროს მოვიხმე. ნათელია, რომ ცვლილება იყო, რომელიც დაახლოებით 2021 წლიდან დაიწყო. „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების განმტკიცება, მედიისა და სასამართლო სისტემის შეზღუდვა დაიწყო. ეს ნელი პროცესი იყო, რომელიც უკრაინაში ომის დროს გაძლიერდა და დაიწყო პირდაპირი ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა. განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა და პარტნიორები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას გეგმავდნენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რატომ მოხდა ასეთი ცვლილება, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „შეიძლება პროევროპულობა ზედაპირული იყო“.

„შეიძლება პროევროპულობა ზედაპირული იყო და ეს მისაღები იყო, სანამ გამოწვევები გაჩნდებოდა. როგორც კი გამოწვევები გაჩნდა, რუსეთმა ზეწოლის განხორციელება დაიწყო იმ ადამიანებზე, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთს ზეწოლის გარკვეული ინსტრუმენტები აქვს და ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია. ქვეყანაში რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვან გავლენას იძენს და ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კრემლი საქართველოს ხელმძღვანელობას რეგულარულად აქებს. საგარეო პოლიტიკური და შიდა პოლიტიკური კურსიც შეიცვალა“, - აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი