„ჰელსინკის კომისიის“ წევრები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

„ჰელსინკის კომისიის“ წევრები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„ჰელსინკის კომისიის“ წევრები განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „ჩააბაროს ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს“.

ისინი მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას”, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთთან კოლაბორაციით ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაში რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობასა და კომერციას და რომ ამ გარიგებით “ქართული ოცნება” უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას.

“შეშფოთებული ვართ ცნობებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შესახებ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩააბაროს ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს. ამ გარიგებაში ჩართულ დეველოპერებს, მათ შორის “ჩინეთის კომუნიკაციების სამშენებლო კომპანიას” აქვთ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მასპინძელი ქვეყნების ექსპლუატაციისთვისა და დესტაბილიზაციისთვის გამოყენებისა, და ამ ქვეყნების ჩინეთზე დამოკიდებულების გაღრმავების ისტორია.

რუსეთთან კოლაბორაციით ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაში რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობასა და კომერციას. ამ გარიგების წინ წასვლით “ქართული ოცნება” უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს თავისი ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და შესაძლებლობას, განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური მომავალი.

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და შეაფასოს წინადადებები თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის სამართლიანად და გამჭვირვალედ გასავითარებლად”, - ნათქვამია "ჰელსინკის კომისიის" განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან: კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერი (სენატორი, რესპუბლიკური პარტია), თანათავმჯდომარე ჯო უილსონი (კონგრესმენი, რესპუბლიკური პარტია), შელდონ უაითჰაუსი (სენატორი, დემოკრატიული პარტია), სტივ კოენი (კონგრესმენი, დემოკრატიული პარტია), მარკ უიზი (კონგრესმენი, დემოკრატიული პარტია) და ჯონ კორნინი (სენატორი, რესპუბლიკური პარტია).

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში