ერთობლივი განცხადება - სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას - ვიწყებთ ახალ წინააღმდეგობის მოძრაობას

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან.

როგორც პატიმრების ოჯახის წევრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი უკანონო პატიმრის გათავისუფლებას და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

„ჩვენი შვილები, დები და მეგობრები არიან სინდისის პატიმრები. ისინი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიანად აპროტესტებდნენ ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, არჩევნების გაყალბებას, დემოკრატიული პრინციპების ფეხქვეშ გათელვას და ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევას. მათი დაკავება არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებასა და ხმის ჩახშობას.

ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის და ვაცხადებთ შემდეგს:

გვინდა დავიწყოთ წინადადებით, 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო რუსეთმა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. მადლობა ყველა ჯარისკაცს, გენერალს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დაცვისა და სულისკვეთებისთვის. ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი თავდადებისთვის და ბრძოლისთვის. შესაბამისად, არავის მივცემთ უფლებას, რომ ეჭვი შეიტანონ თქვენს სულისკვეთებაში და პატრიოტიზმში. დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ შვილებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის იდეისთვის და არ დავუშვებთ მათ უდანაშაულოდ ციხეში დარჩენას. ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათი გათავისუფლებისთვის. მოვითხოვთ ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლებას, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას, სადაც ხალხი თავისუფლად გადაწყვეტს საკუთარი ქვეყნის მომავალს.

დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ, წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება მტკიცე და შეუპოვარი. გთხოვთ შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ვიკრიბებით 8 აპრილს, მემორიალთან და ვათენებთ ღამეს ერთად", - ნათქვამია სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების ერთობლივ განცხადებაში.

პატიმრების ოჯახის წევრები მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს, „ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაერთიანდნენ“.

„მოწოდება ეხება პოლიტიკურ პარტიებს, ყველა პროდასავლურ და პროევროპულ პარტიას მოვუწოდებთ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაერთიანდნენ მთავარი სამი მიზნის გარშემო - ახალი არჩევნები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ბოიკოტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს”, - ნათქვამია პატიმრების ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი