ბიზნეს ანალიტიკა - უნიკალური  საბაკალავრო პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტისგან

საქართველოს უნივერსიტეტის (UG) ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთია და თანამედროვე შრომის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სპეციალისტებს - პროფესიონალ ბიზნეს ანალიტიკოსებს ამზადებს.

უნიკალური პროგრამა, რომელიც ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკური მეთოდების კომბინაციას წარმოადგენს, საქართველოს უნივერსიტეტმა ციფრულ ეპოქაში ბიზნეს ანალიტიკოსის პროფესიაზე გაზრდილი მოთხოვნისა და მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით 2023 წელს შექმნა. ამჟამად, UG-ში მოქმედებს ბიზნეს ანალიტიკის 3 და 4-წლიანი ქართული და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები.

პროგრამაზე ოქროსმედალოსნებისთვის მოქმედებს საქართველოს უნივერსიტეტის სპეციალური შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებს 50%-იან თანადაფინანსებას. აღნიშნული შეთავაზების მიხედვით, 6000-ლარიანი პროგრამისთვის ოქროსმედალოსანს მხოლოდ 3000 ლარის გადახდა მოუწევს. სპეციალური შეთავაზების პარალელურად, საქართველოს უნივერსიტეტში არსებობს სახელმწიფო გრანტთან დაკავშირებული ფინანსური შეთავაზებაც. აღნიშნული შეთავაზების მიხედვით, ოქროსმედალოსნის მიერ, იმავდროულად, 100%-იანი გრანტის აღების შემთხვევაში, უნივერსიტეტი მის გადასახადს სრულად დაფარავს, 70%-იანი გრანტის აღებისას ოქროსმედალოსანს მხოლოდ 337 ლარის, 50%-იანი გრანტის მიღებისას კი 562 ლარის გადახდა მოუწევს.

აღნიშნული პროგრამის მიზანსა და შესაძლებლობებზე, ასევე, პროგრამაზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციებზე საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ქეთი ცხადაძე გვესაუბრა.

ქეთი ცხადაძე: „ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამების მიზანია სტუდენტებისთვის მძლავრი ანალიტიკური უნარებისა და მონაცემთა საფუძვლიანად გაანალიზების, ინტერპრეტაციისა და გამოყენების უნარების ჩამოყალიბება. პროგრამები ორიენტირებულია სტუდენტებისთვის ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მონაცემთა ბაზირებული გადაწყვეტილებების მიღების სწავლაზე, რაც თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია. სტუდენტები სწავლობენ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას რეალურ ბიზნეს სიტუაციებზე დაყრდნობით. ბიზნეს ანალიტიკოსები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიონალები არიან დასაქმების ბაზარზე, რომელთაც შეუძლიათ დასაქმდნენ საჯარო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა ბიზნესის მართვის ანალიტიკოსი, ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნეს ანალიტიკოსი და სხვა. ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამები აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც სტუდენტებს შრომის ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას აძლევს“.

საქართველოს უნივერსიტეტში ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამები 2023 წლიდან მოქმედებს. ქეთი ცხადაძე გვიყვება რამდენად წარმატებული და მოთხოვნადია დღეს პროგრამა.

ქეთი ცხადაძე: „ბიზნეს ანალიტიკის პროგრამის ეს ორი წელი აჩვენებს, რომ პროგრამა სწორად არის მორგებული შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, ხოლო მაღალი აკადემიური ხარისხი და პრაქტიკული მიდგომა მას ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად აქცევს. მომავალში, ვგეგმავთ პროგრამის კიდევ უფრო განვითარებას, საერთაშორისო კავშირების გაძლიერებასა და მეტი ინოვაციის დანერგვას, რათა სტუდენტებს საუკეთესო განათლება და კარიერული შესაძლებლობები შევთავაზოთ. ბიზნეს ანალიტიკის პროგრამით დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება, რაც გვაჩვენებს, რომ შრომის ბაზარზე ამ მიმართულების სპეციალისტებზე რეალური საჭიროებაა. აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებით პოპულარულია საერთაშორისო დონეზე, და პროგრამამ უკვე მოიზიდა სტუდენტები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ბიზნეს ანალიტიკა არის მომავლის პროფესია, რომელიც ყველა ინდუსტრიაში გამოიყენება. დღეს კომპანიებს სჭირდებათ კვალიფიციური ანალიტიკოსები, რომლებიც მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. სწორედ ამიტომ, პროგრამის პოპულარობა იზრდება და სტუდენტები წარმატებით ინტეგრირდებიან როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე“.

პროგრამის სპეციალური შეთავაზებით არაერთმა ოქროსმედალოსანმა ისარგებლა, რომლის მიხედვითაც მათ პროგრამაზე ჩაბარების შემდეგ, საქართველოს უნივერსიტეტისგან 50%-იანი თანადაფინანსება მიიღეს. მათ შორის ერთ-ერთია ბიზნეს ანალიტიკის პროგრამის სტუდენტი მარიამ ბერიანიძე, რომელმაც თავისი გამოცდილება გაგვიზიარა.

„საქართველოს უნივერსიტეტის აღნიშნული შეთავაზების შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე და რადგან ოქროსმედალოსანი ვარ, ძალიან მომეწონა იდეა. ბიზნეს ანალიტიკა ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და მნიშვნელოვანი სფეროა თანამედროვე ციფრულ სამყაროში და ამ მიმართულებით სწავლების შესაძლებლობა საქართველოში მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტს აქვს. ეს უნივერსიტეტი ისედაც ყოველთვის მიზიდავდა, რადგან კარგი რეპუტაციითა და მაღალი ხარისხის განათლებით გამოირჩევა. უნივერსიტეტის შერჩევის დროს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე მის აკადემიურ დონეს და პროგრამების მრავალფეროვნებას. ასევე, მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებისთვის შექმნილი მხარდაჭერა და კარიერული განვითარების რეალური შესაძლებლობები. აუცილებლად ვურჩევ ყველას, ვინც აპირებს პროფესიულ განვითარებას, რომ არ გამოტოვონ ის შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოს უნივერსიტეტი სთავაზობს. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამაზე სწავლებისგან შეძენილი უნარები და ცოდნა დამეხმარება, პროფესიული შესაძლებლობების წარმატებით რეალიზებასა და კარიერულ განვითარებაში“, - აღნიშნა მარიამმა.

ბიზნეს ანალიტიკის პროგრამის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცნობით ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო