აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ აფხაზებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით, აჭარაში მცხოვრებ აფხაზებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, უნივერსიტეტის პრორექტორი მერაბ ბერიძე და აჭარაში მცხოვრები აფხაზები დააჯილდოვა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი აფხაზური ცენტრის ახალგაზრდებმა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართეს, მოეწყო თემატური გამოფენა.

„ეს ადამიანები წარმოადგენენ სიმბოლოს ურთიერთგაგების, აფხაზური ტრადიციების, ფასეულობების, კულტურის, ენის შენარჩუნების და დაცვის, რაც ძალიან სწორი მაგალითია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ მხოლოდ მსგავსი ურთიერთგაგებით, სიყვარულითა და ტრადიციების შენარჩუნებით შესაძლებელია გავძლიერდეთ და გადავარჩინოთ ჩვენი საერთო მომავალი“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

მათივე ცნობით, შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა