შალვა პაპუაშვილი - ანრი ოხანაშვილი პატრიოტიზმთან ერთად არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ადამიანი - მინდა კმაყოფილება გამოვხატო პრემიერის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ სუს-ის უფროსად წარდგენილია მისი კანდიდატურა

ანრი ოხანაშვილი პატრიოტიზმთან ერთად არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. მინდა კმაყოფილება გამოვხატო პრემიერის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად წარდგენილია მისი კანდიდატურა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ანრი ოხანაშვილი საპარლამენტო საქმიანობის დროს გამორჩეული იყო თავისი მაღალი კვალიფიკაციით.

„მინდა კმაყოფილება გამოვხატო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად წარდგენილ იქნა ანრი ოხანაშვილი.

რა თქმა უნდა, პარლამენტი მისთვის მშობლიური კერაა, ის თავის გამორჩეულ პატრიოტიზმთან ერთად არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი, რომელმაც წლების განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობის დროს დაამტკიცა აბსოლუტური უზადობა მისი იურიდიული ცოდნისა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მისი ხელმძღვანელობის დროს იყო გამორჩეული კომიტეტი პროფესიონალიზმით. მისი თვისებები - პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი არის ის თვისებები, რომელიც მნიშვნელოვანია ისეთი სტრუქტურისთვის, როგორიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თანამშრომელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა იქნება განსაკუთრებულად ამ მხრივ მოწადინებული, რომ ბატონი ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით კვლავ იყვნენ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა