ბაზისბანკი თეატრალური სივრცე „თოჯინების სახლის“ გენერალური სპონსორი

ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, განაგრძობს თეატრალური სივრცე “თოჯინების სახლის” გენერალურ სპონსორობას.

„თოჯინების სახლი“ არის მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე, თანამედროვე თეატრალური გარემო, რომელიც განსხვავებული კონცეფციის წარმოდგენებს სთავაზობს ნებისმიერი თაობის მაყურებელს. ცნობილი კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიის პერსონაჟები წარმოდგენილნი არიან თოჯინებისა და საგნების სახით, სხვადასხვა დეტალის მხატვრული დამუშავებით მიიღება სრულიად განსხვავებული ეფექტი. გარდა თოჯინების და საგნების თეატრისა, სივრცე განკუთვნილია საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისთვის, სადაც იმართება შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები და სალონური შეხვედრები.

დამოუკიდებელი თეატრი „თოჯინების სახლი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა თოჯინური ხელოვნების და მთლიანად დარგის განვითარებისთვის. ამ განსხვავებული თეატრალური გარემოს შექმნის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის რეჟისორ ნიკა საბაშვილს და შექმნის მიზანია, თეატრის სპექტაკლები შეესაბამებოდეს როგორც მოზარდი, ასევე, უფროსი თაობის ინტერესებს და მათ ესთეტიკურ წარმოდგენებს.

თეატრში დასადგმელად ირჩევა ნაწარმოებები, რომელთა თემები დღესაც აქტუალურია, ეხმიანება თანამედროვეობას და გამოირჩევა მაღალმხატვრული ღირებულებით.

ბაზისბანკის და თოჯინების სახლის თანამშრომლობის მთავარი მიზანია, საზოგადოებისთვის შექმნილი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცით, საქართველოში ახალი მხატვრული ტენდენციების დანერგვა და თოჯინების თეატრის პოპულარიზაცია.

ამჟამად აქტიური სარეპეტიციო პროცესი მიმდინარეობს მორიგი პრემიერების გამოსაშვებად. ,,თოჯინების სახლში“, ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისორობით, ორი სპექტაკლის პრემიერა იგეგმება - მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები“ და ნიკო ლორთქიფანიძის ,,ტრაგედია უგმიროდ“. ,,ჯაყოს ხიზნები“, როგორც ერთობლივი კოპროდუქცია, საქართველოს თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან თანამშრომლობით იდგმება.

„თოჯინების სახლთან“ ერთად, ბაზისბანკი არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის და თოჯინების თეატრების გაერთიანების გენერალური სპონსორი. მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში