ნიკა გვარამია - ანრი ოხანაშვილი რომ „სახელმწიფო გადატრიალების საქმეს“ დაიწყებს, ამას წყალი არ გაუვა - საინტერესო ისაა, ამისთვის ლილუაშვილის შეცვლა რატომ გახდა საჭირო

ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო გადატრიალების საქმეს რომ დაიწყებს, ამას წყალი არ გაუვა. ის, რომ პროტესტს აღმავალი ხაზი სჭირდება, ის, რომ რუსთაველი საკმარისი არაა, ის, რომ „ქოცი“ მხოლოდ შეძახილით არ გახმება, ეს ჩვენი, პოლიტიკოსების თავის ტკივილი და საფიქრალია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კრიტიკა სწორია, თუმცა საუბარი იმაზე, რომ „არაფერს არ აკეთებენ“ - არასწორი.

„ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო გადატრიალების საქმეს რომ დაიწყებს, ამას წყალი არ გაუვა. საინტერესო ისაა, ამისთვის ლილუაშვილის შეცვლა რატომ გახდა საჭირო. ალბათ, მალე გავიგებთ.

ცესკომ რომ თავისი დადგენილებით კიდევ უფრო გაამარტივა გაყალბება, ამაზე ლაპარაკს რა აზრი აქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თუ არ გავდივართ (და არ გავდივართ)?

წულუკიანის კომისია, პირველ რიგში, სანახაობაა. უნდა გვახსოვდეს, რომ სანახაობას 2 მხარე ჰქმნის: დამხვედრი წულუკიანი და მიმსვლელი „არაქოცი“, ამიტომ იქ სიარული „ქოცური“ პროპაგანდის დახმარებაა.

აიკრძალება თუ არა წულუკიანის კომისიის საფუძველზე პარტიები? თუ კი, არ სჯობს ახლავე ვილაპარაკოთ იმაზე, რომ სრული ართანამშრომლობა გვაქვს რეჟიმთან? და არ აკრძალვის შემდეგ დაშვების დონეზე: რომც არ ავეკრძალეთ, მაინც არ მივიღებდით მონაწილეობას, მაინც არ ვიზამდით ამას, მაინც…

ის, რომ არჩევნები არავის უღიარებია, ქართველი ხალხის პროტესტის, „ენჯეოების“ დიდი შრომის და ქართული ოპოზიციის მუშაობის და სწორი პოზიციის (ქოცური არჩევნების დელეგიტიმაციის) შედეგია. ეს ყველაფერი უცხოეთიდან გვიბრუნდება, როგორც „ქოცების“ არცნობა და სანქციები, რაც თავისით არ ხდება და მუშაობის ერთდღიანი ჩაგდებაც კი არ შეიძლება.

ის, რომ პროტესტს აღმავალი ხაზი ჭირდება, ის, რომ რუსთაველი საკმარისი არაა, ის, რომ „ქოცი“ მხოლოდ შეძახილით არ გახმება, ეს ჩვენი, პოლიტიკოსების თავის ტკივილი და საფიქრალია, პირველ რიგში. ასე რომ, კრიტიკა სწორია, მხოლოდ „არაფერს არ აკეთებენ“ - არასწორი. ზოგიერთი სხვა ტექსტი კი არაფერს ემსახურება, პროცესის მორალიზაციის გარდა და ურთიერთგაუცხოების გარდა, შედეგად არაფერი მოაქვს“, - წერს გვარამია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის