BBC - ისრაელმა აღიარა, რომ ღაზაში მედიკოსების მკვლელობა შეცდომის შედეგი იყო

ისრაელის არმიამ აღიარა, რომ ღაზის სექტორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 მუშაკის მკვლელობა მისი ჯარისკაცების შეცდომის შედეგი იყო, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

საქმე ეხება 23 მარტს მომხდარ ინციდენტს, როდესაც პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების კოლონას, გაეროს მანქანას და ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სახანძრო მანქანას რაფაჰთან ცეცხლი გაუხსნეს.

ისრაელი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი იმის გამო გახსნეს, რომ კოლონა "საეჭვოდ" მიუახლოვდა სიბნელეში, ჩამქრალი ფარებით.

ერთ-ერთი მედიკოსის მობილური ტელეფონის კადრებში კი ჩანს, რომ მანქანებს ფარები ანთებული ჰქონდათ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯარისკაცებმა მანამდე ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც „ჰამასის“ სამი წევრი იყო. როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანები ტერიტორიას მიუახლოვდნენ, საჰაერო მეთვალყურეებმა ჯარისკაცებს აცნობეს, რომ კოლონა საეჭვოდ მოძრაობდა. როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანები „ჰამასის“ წევრების ავტომობილის გვერდით გაჩერდნენ, ჯარისკაცებმა ჩათვალეს, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ და ცეცხლი გახსნეს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი შეიარაღებული იყო.

ისრაელმა აღიარა, რომ ადრინდელი ანგარიში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კოლონა ჩამქრალი ფარებით მიუახლოვდა, არაზუსტი იყო და ჯარისკაცების ნაამბობს ეყრდნობოდა.

ისრაელი აცხადებს, რომ მომხდარს საფუძვლიანად შეისწავლის, „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ და ბევრი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია კი დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა