ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს, - ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ინფორმაციის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით.

“PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს ინკლუზიური პროცესის დაუყოვნებლივ ინიცირებას ყველა ჩართული პირისა და სოციალური აქტორების ჩართულობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების, რათა სასწრაფოდ პასუხი გაეცეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ ნაკლოვანებებსა და დარღვევებს, შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც საჭირო საარჩევნო გარემოს შექმნის ნამდვილად დემოკრატიული ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს.

[PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს] დაუყოვნებლივი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან, რათა საშუალება მისცენ საქართველოს განაახლოს ევროპული ინტეგრაციის გზა, რაც შეესაბამება ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, და მონდომებით დააჩქარონ საჭირო რეფორმები;

[PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს] დაუყოვნებლივ დაასრულონ საპოლიციო სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევები, ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევები და დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეკავების ან მათ წინააღმდეგ შურისძიების მიზნებისთვის სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება დაასრულონ, და სრულიად სცენ პატივი გამოხატვისა და შეკრების უფლებებს.

[PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს] გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე”, - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოხსენებულ საკითხებზე პროგრესის შესაბამისად, ასამბლეას საშუალება ექნება ხელახლა შეაფასოს საქართველოს დელეგაციის მანდატები (მათი შეჩერების შესაძლებლობით) 2025 წლის აპრილის სესიაზე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია სტრასბურგში 7-11 აპრილს გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“