ცესკო-ს წარმომადგენელი - საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის უფლებები არ დაურღვევია - ვერ დასახელდა თუნდაც ერთი ნორმა, რომელიც სარჩელის საფუძვლიანობას დაასაბუთებდა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის უფლებები არ დაურღვევია და აღნიშნულს ვერც განახორციელებდა, რაც ნათლად ჩანდა როგორც ცესკო-ს სხდომისას, ასევე, იმ არგუმენტებითაც, რომელიც მხარეების მიერ გაჟღერდა პროცესზე, - ამის შესახებ ცესკო-ს წარმომადგენელმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე “მხარეების მიერ ვერ დასახელდა თუნდაც ერთი ნორმა, რომელსაც მიუთითებდნენ და რომელიც მათი სარჩელის საფუძვლიანობას დაასაბუთებდა”.

“საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის უფლებები არ დაურღვევია და აღნიშნულს ვერც განახორციელებდა, რაც ნათლად ჩანდა როგორც ცესკო-ს სხდომისას, ასევე იმ არგუმენტებითაც, რომელიც მხარეების მიერ გაჟღერდა პროცესზე. მხარეების მიერ ვერ დასახელდა თუნდაც ერთი ნორმა, რომელსაც მიუთითებდნენ და რომელიც მათი სარჩელის საფუძვლიანობას დაასაბუთებდა. ჩვენი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ სადავო დადგენილება კანონის საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე იქნა მიღებული. მოყვანილი იყო ყველა ის შესაბამისი ადეკვატური სამართლებრივი საფუძველი, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი აქტი ემყარებოდა”, - განაცხადა გიორგი სანტურიანი.

„ძლიერმა საქართველომ“ და ISFED-მა საქალაქო სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რომელიც შეეხებოდა ცესკო-ს მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო