ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი საჭიროების შემთხვევაში, ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე საპასუხო ზომებისთვის მზადაა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ტელეფონით დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრს კირ სტარმერს ესაუბრა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი პლატფორმა x-ზე წერს, კირ სტარმერს გაუზიარა შეშფოთება გლობალურ ეკონომიკაზე აშშ-ს ტარიფების გავლენასთან დაკავშირებით.

მისივე ინფორმაციით, ასევე, განიხილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები და ევროკავშირი-დიდი ბრიტანეთის მომავალი სამიტი.

ამასთან, გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი საჭიროების შემთხვევაში, ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე საპასუხო ზომებისთვის მზადაა.

"ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება პრეზიდენტ ტრამპის მიერ 2 აპრილს გამოცხადებული ტარიფების და იმ ზიანის გამო, რომელსაც ტარიფები აყენებს ყველა ქვეყანას - მათი პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენის გამო, მათ შორის მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება ჩაერთოს აშშ-სთან მოლაპარაკებებში, ამასთან, ცხადყო, რომ ევროკავშირი მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები პროპორციული საპასუხო ზომების საჭიროების შემთხვევაში. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა მის გადაწყვეტილებას, ითანამშრომლოს პარტნიორებთან გლობალური ეკონომიკისთვის ამ ახალ რეალობაზე რეაგირებისთვის და აღნიშნა, რომ თითოეული სავაჭრო პარტნიორი იმოქმედებს საკუთარი პრიორიტეტების შესაბამისად.

პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა ევროკავშირის მტკიცე ვალდებულება, მჭიდროდ ითანამშრომლოს გაერთიანებულ სამეფოსთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, ისევე როგორც უკრაინის საერთო და გრძელვადიანი მხარდაჭერის კუთხით. მან შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ სამშვიდობო ძალისხმევის შეჩერების გამო.

პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს 19 მაისს დაგეგმილი ევროკავშირი-დიდი ბრიტანეთის სამიტისთვის მზადების საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობის გაძლიერებას ძირითად სფეროებში, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ვაჭრობისა და ეკონომიკის ჩათვლით.

პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრს შეხვდება ლონდონში 24 აპრილს, ენერგეტიკული უსაფრთხოების მომავლის საერთაშორისო სამიტზე", - აღინიშნება განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე