დონალდ ტრამპი ტარიფებზე ბაზრების რეაქციაზე - ხანდახან წამალი უნდა დალიო, რომ რაღაც გამოასწორო

საფონდო ბირჟების რეაქციაზე კომენტირებისას, თქვა, რომ არ სურდა რაიმე დაეცემა, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა მედიკამენტების მიღება სიტუაციის გამოსასწორებლად.

„არ მინდა, რომ რაიმე დაღმასვლას განიცდიდეს, მაგრამ ხანდახან წამალი უნდა დალიო, რომ რაღაც გამოასწორო. რა მოხდება ბაზრებზე, ვერ გეტყვით. მაგრამ ჩვენი ქვეყანა გაცილებით ძლიერია“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, არ დადებს გარიგებას პეკინთან, თუ ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტი არ მოგვარდება.

„თუ ჩვენ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ, მე არ ვაპირებ შეთანხმების დადებას“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ესაუბრა ევროპისა და აზიის ლიდერებს მისი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ და დასძინა, რომ „მათ გარიგების დადების სურვილი კლავთ“.

“ვესაუბრე უამრავ ლიდერს - ევროპელებს, აზიელებს, მთელი მსოფლიოდან. მათ გარიგების დადების სურვილი კლავთ, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ჩვენ არ გვექნება დეფიციტი თქვენს ქვეყანასთან, ჩემთვის დეფიციტი დანაკარგია“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო