მარკ რუტე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე - ბურთი რუსების მოედანზეა, ისინი საკმარისად სწრაფად არ მოძრაობენ - ცეცხლის შეწყვეტას, შესაძლოა, იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე გვსურს

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, შეერთებული შტატები და ნატო ცდილობენ, უკრაინაში მიმდინარე ომი დაასრულონ და ამ ძალისხმევის ფარგლებში, შეერთებული შტატები ნამდვილად ცდილობს, ამას მიაღწიოს თუმცა, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა, რომელიც საკმარისს არ აკეთებს ცეცხლის შეწყვეტისთვის.

„არსებობს მცდელობა, რომ ეს ომი დასრულდეს და როგორც ამ ძალისხმევის ნაწილი, აშშ ნამდვილად ცდილობს. ახლა ბურთი აშკარად რუსების მოედანზეა. ისინი საკმარისად სწრაფად არ მოძრაობენ, ეს არის ჩემი შთაბეჭდილება, მათ შორის ის შთაბეჭდილება, რომელიც ჩემი ამერიკელი თანამოსაუბრეებისგან მაქვს, რომ რუსეთმა მართლაც მეტი უნდა გააკეთოს ამ ომის დასასრულებლად“, - აღნიშნა რუტემ CBS News-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, აშფოთებს თუ არა ის ფაქტი, რომ რუსეთი შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს კარნახობს, რუტემ უპასუხა:

„არა, მე არ ვარ, რადგან მე ველაპარაკე მარკო რუბიოს, რეგულარულად მაქვს კონტაქტი ამერიკის ადმინისტრაციის სხვა წევრებთან. ვფიქრობ, ნამდვილად ცდილობენ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ ისეთ სიტუაციამდე, სადაც ეს ომი შეიძლება დასრულდეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსეთმა-რუსებმაც უნდა იცეკვონ ტანგო. ახლა არ ჩანს, რომ ისინი ამას აკეთებდნენ და მერე გაუჭირდებათ“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, ბოლო დროს ფრონტის ხაზი არასწორი მიმართულებით მოძრაობდა.

„ვიცით, რომ ეს ომი არასწორი მიმართულებით მიდიოდა. ეს კარგად არ დამთავრდებოდა, უკვე იმდენი ხალხი იღუპებოდა, ამიტომ მე ნამდვილად ვაფასებ ამერიკის ძალისხმევას“, - აღნიშნა რუტემ.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ნატო, რომ ვლადიმერ პუტინი არ განიხილავს უკრაინაში მისი შეჭრის დასრულებას, ალიანსის გენერალურმა მდივანმა უპასუხა :

„არ ვიცით. ვფიქრობ, ახლა ტესტია და უნდა ვნახოთ როგორი იქნება მისი რეაქცია ამერიკის წინადადებებზე“.

რუტეს თქმით, ცეცხლის შეწყვეტას შეიძლება იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე მათ სურთ.

„ამას, შესაძლოა, იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე გვსურს. მაგრამ ფაქტია, რომ ტრამპი ცდილობს, ის ასევე ცდის რუსებს, თუ რამდენად სერიოზულები არიან ისინი. უახლოეს კვირებში ვნახავთ, რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა და მე ამას მხარს ვუჭერ“, - აღნიშნა რუტემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში