შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი დღეს დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ომის აქტივისტების ორგანიზაცია -  ზურაბიშვილი არის „მაკკეინის ინსტიტუტში“ დასაქმებული, ფულს იღებს „მაკკეინის ინსტიტუტისგან“

სალომე ზურაბიშვილი დღეს დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ომის აქტივისტების ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს უმზადებდა „მერე რა“ სცენარს, „მერე რა დაიხოცება ხალხი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ფულს იღებს „მაკკეინის ინსტიტუტისგან“.

სალომე ზურაბიშვილი არის „მაკკეინის ინსტიტუტში“ დასაქმებული ადამიანი. ფულს იღებს „მაკკეინის ინსტიტუტისგან". „მაკკეინის ინსტიტუტი“ არის ომის აქტივისტების ინსტიტუტი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. სალომე ზურაბიშვილი დღეს დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ომის აქტივისტების ორგანიზაცია და რომელიც საქართველოს უმზადებდა „მერე რა“ სცენარს. „მერე რა დაიხოცება ხალხი“, „დაიხოცებიან ბავშვები, ქალები, ჯარისკაცები“, „მერე რა მთლიანად ვერ დაგიპყრობენ და თქვენ გვერდით იქნება სამყაროო“. როგორ უდგანან გვერდში კარგად ხედავს ხოლმე, სამწუხაროდ, ის ერი, რომელიც ასეთი ომის აქტივისტების იმედად არის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი