ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპა აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის, ასევე, მზად ვართ საპასუხო ზომებისთვის

ევროპა ტარიფების შესახებ აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ევროპა კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის. ამიტომ ეს ძალაში რჩება. ჩვენ სამრეწველო საქონელზე ნულოვანი ტარიფები შევთავაზეთ, რადგან ევროპა კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის. ასევე, მზად ვართ საპასუხო ზომებისთვის და ჩვენი ინტერესების დაცვისთვის“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ტარიფები ამერიკელ მომხმარებელსა და ბიზნესს უზარმაზარ ხარჯებს აკისრებს.

„ევროკავშირმა არსებული ბარიერებისგან გათავისუფლებით ერთიანი ბაზრის გასაძლიერებლად უნდა იმუშაოს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს