Sky News - აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა 4%-მდე ვარდნით გაიხსნა

აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა 4%-მდე ვარდნით გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

Sky News-ის ცნობით, S&P 500-ის ინდექსი 3.7%-ით დაეცა, NASDAQ-ი 3.9%-ით შემცირდა, ხოლო Dow Jones-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა.

დღეს, ვარდნა განიცადა აზიისა და ევროპის საფონდო ბირჟებმაც.

ჰონგ-კონგის Hang Seng-ის ინდექსი 13.2%-იანი ვარდნით დაიხურა, რაც 1997 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ევროპაში საფონდო ბირჟების ინდექსები 4-5%-ით დაეცა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფონდო ბირჟების გახსნამდე აშშ-ის მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა.

„აშშ-ს აქვს შანსი გააკეთოს ის, რაც ათწლეულების წინ უნდა გაკეთებულიყო. ნუ იქნებით სუსტები და სულელები! ძლიერები, გაბედულები და მომთმენები იყავით და შედეგიც სიდიადე იქნება“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო