მარია ზახაროვა - ირანის ირგვლივ ვითარება დასავლეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო უარესდება

ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში ვითარება დასავლეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო უარესდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება მრავალი წელია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სამწუხაროდ, ვითარება არ სტაბილიზდება, ის უარესდება დასავლეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“, - განუცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თეირანი ახლოს არის ბირთვული იარაღის შექმნასთან და აშშ ამას არ დაუშვებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო