დავით ფაცაციამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ გიორგი ძიგუასთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ტიტე აროშიძეს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.

„ყურადღება გაამახვილეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერის, ქართულ-აფხაზური ისტორიული ერთობისა და მეგობრული ურთიერთობების აღდგენის მიზნით სხვადასხვა პროექტების ერთობლივად განხორციელების საკითხებზე.

შეხვედრის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური კვლევების ცენტრის გახსნის საკითხი გადაწყდა, რომლის მიზანი იქნება ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა, მათი როლისა და ჩართულობის გაზრდა სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებაში, ქართულ-აფხაზური პრობლემების მრავალმხრივ ანალიზსა და აფხაზ თანატოლებთან კომუნიკაციების დამყარების გზების მოძიებაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც დავით ფაცაციამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზური კვლევების ცენტრის სწორედ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნა, რადგანაც უნივერსიტეტი წარმოადგენს განათლების მთავარ კერას და მნიშვნელოვან ძალას ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და იდენტობის შენარჩუნების პროცესებში.

„მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით მონაწილეობა მივიღოთ პროცესებში, რომელიც საქართველოს სიყვარულს, ერთიანობისთვის ბრძოლას და ახალგაზრდების მომავლის მშენებლობას უკავშირდება“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების - „ერთობა ხვალისთვის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა