საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ფიცი დადო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლე რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები.

მათივე ცნობით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.

„რევაზ ნადარაია დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ 2025 წლის 3 აპრილს. მას აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება. კერძოდ, რევაზ ნადარაია 15 წლის მანძილზე ახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას საერთო სასამართლოებში. სხვადასხვა დროს იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე (სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პალატებში); დაბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაწესებამდე, 2021 წლიდან, რევაზ ნადარაია იკავებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. სხვადასხვა დროს, ამავე სასამართლოში ეკავა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარის პოზიციები. ამასთანავე, რევაზ ნადარაია 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, 2019 წელს კი არჩეულ იქნა საპროკურორო საბჭოს წევრად“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები