მედია - თურქეთში სტამბოლის მერის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით სტუდენტი გამოვიდა

თურქეთში სტამბოლის მერის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით სტუდენტი გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სამშაბათს, 8 აპრილს, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად სტამბოლსა და ანკარაში სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს.

თურქეთის ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ოზგურ ოზელმა მოსახლეობას გააქტიურებისკენ მოუწოდა და დღეს, 9 აპრილს სტამბოლში მასობრივი საპროტესტო აქცია დააანონსა.

შეგახსენებთ, თურქეთში პოლიციამ 19 მარტს სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ დააკავა, რომელიც ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერია და პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება. მისმა დაკავებამ თურქეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია. საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას, კორუფციის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ” ექრემ იმამოღლუ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიის კანდიდატად დაასახელა. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა 2000-მდე ადამიანი დააკავეს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება