ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჩინეთის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ყოველთვის მოუწოდებს, რომ შეიარაღებულ კონფლიქტებში რაიმე ფორმით ჩართვას თავი აარიდონ

ჩინეთის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ყოველთვის მოუწოდებს, რომ შეიარაღებულ კონფლიქტებში რაიმე ფორმით ჩართვას თავი აარიდონ, - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ლინ ძიანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის შემადგენლობაში მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს.

„ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთის მთავრობა ყოველთვის მოუწოდებს ჩინეთის მოქალაქეებს, შეიარაღებული კონფლიქტის ზონებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში რაიმე ფორმით ჩართვას თავი აარიდონ“, - განაცხადა ლინ ძიანმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთის არმიის შემადგენლობაში ბევრად მეტი ჩინეთის მოქალაქეა, უსაფუძვლო უწოდა.

„უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ძიებისას უკრაინამ ჩინეთის ძალისხმევა და კონსტრუქციული როლი სწორად უნდა შეაფასოს“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!