ნატალი ლუაზო - ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს რეპრესიებს, რომელსაც “ქართული ოცნება“ აწარმოებს - სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ, ზოგიერთი ფეხს ითრევს, უფრო მარჯვე ვიყოთ

ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს რეპრესიებს, რომელსაც “ქართული ოცნება”, არსებითად კი “ქართული კოშმარი” აწარმოებს - სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ, ზოგიერთი ფეხს ითრევს, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, უფრო მარჯვე ვიყოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვინაიდან, შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა, რომელსაც დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია.

“ვითარება გვაქვს, როდესაც დემოკრატიული მისწრაფებების, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მქონე ხალხი ძალიან რთულ ვითარებაშია მაფიური ავტორიტარული რეჟიმის პირობებში.

ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს ქართველი ხალხის ამ მისწრაფებებს და რეპრესიებს, რომელსაც აწარმოებს “ქართული ოცნება”, არსებითად კი “ქართული კოშმარი”.

ევროკავშირის მხრიდან პასუხის ნაკლებობა ან პასუხის არასაკმარისობა ასევე დადის ვიქტორ ორბანის როლამდე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ “პატრიოტები” [ჯგუფი ევროპარლამენტში] ყურადღებას არ აქცევს ამ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. ვხედავთ, რომ უნგრეთმა არსებითად გადაწყვიტა აღკვეთოს ევროკავშირის მიერ მიზნობრივი სანქციების შემოღება იმ პირების წინააღმდეგ, რომელთა სახელებიც ცნობილია. ვიცით სახელები რეჟიმში, რომელმაც გადაწყვიტა საქართველო ძალიან რთულ ვითარებაში მოაქციოს.

ასე რომ, ერთი მხრივ, წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ და ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ისინი და ამას მივესალმები. ზოგიერთი ფეხს ითრევს და, ვფიქრობ, ამაზე უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, უფრო მარჯვე ვიყოთ. ასევე მოვუწოდებ ევროკომისიას, რომ ნათლად დაინახონ, რა ხდება აქ USAID-ის გაწვევის ფონზე, როდესაც სუსტდება დამოუკიდებელი მედია, რომელიც აშშ-მა მიატოვა. უნდა ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვინაიდან შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა, რომელსაც დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს