ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ, შეერთებული შტატებისგან იარაღის დიდი პაკეტი შევიძინოთ

უკრაინა დაინტერესებულია და აშშ-ს უკვე წარუდგინა წინადადება 30-50 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის დიდი პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დამატებით პაკეტთან დაკავშირებით, გვსურს და მზად ვართ და ამერიკულ მხარეს გადავეცით დიდი პაკეტი, რომლის ყიდვაც გვსურს. ყიდვა ამა თუ იმ ფორმით. ჩვენი ფორმატია, როგორ გადავიხდით მისთვის. მომავალი პაკეტი უფასოდ არ გვითხოვია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით უკრაინა იარაღის შეძენის შესაძლებლობას უსაფრთხოების გარანტიადაც კი განიხილავს.

„მოგვეცით პაკეტი, ჩვენ გადავიხდით. მიგვაჩნია, რომ ეს პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვას და სხვა შესაბამის ინსტრუმენტებს, რომლებიც ნამდვილად გვჭირდება, არის ის, რასაც დავეყრდნობით, როგორც უსაფრთხოების გარანტიას. ასეა ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. როდესაც იქნება შეთანხმება, გადავიხდით - ფონდში გადავირიცხავთ, ან თუ გსურთ, პირდაპირ თქვენ გადაგიხდით. ჩვენთვის სულერთია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იკითხა, რამდენი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება უკრაინას.

„ტელეფონზე ვუთხარი, ათი მაინც მოგვეცით-მეთქი. ეს დაცვაა, ეს ომის დასრულების შემდეგ დაგვეხმარება, ეს უსაფრთხოების გარანტიაა, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვით იქნება დაცული. არსებობს მრავალი სხვადასხვა ფორმატი და ინსტრუმენტი, რომლისთვისაც მზად ვართ. მზად ვიყავით, შესაბამისი პაკეტისთვის 30 და 50 მილიარდი მოგვეძიებინა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში