პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

დღის წესრიგის მიხედვით, დღევანდელ სხდომაზე ორ საკითხს განიხილავენ - როინ შავაძის მკვლელობის საქმესა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეს.

კომისიის სხდომაზე დაბარებული არიან ციცინო შავაძე, დავით გურგენიძე, კარლო კოპალიანი და ნოდარ მუსერიძე.

კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, რომ დასკვნაზე მუშაობა დაწყებულია და ის 5 კონკრეტული თავისგან შედგება.

„ხუთივე თავი შეესაბამება იმ 5 თემას, რომელიც ჩვენი უფლებამოსილებისთვის არის განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს თემებია 2008 წლის აგვისტოს ომის თემა; მკვლელობები, წამება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები; პირადი და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევის ფაქტები; ბიზნესის რეკეტი და ქონებრივი საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტებო; მედიათავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები", - განაცხადა წულუკიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს