შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს უფასო მოსამზადებელ კურსს მაგისტრანტებისთვის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მაგისტრანტებისთვის უფასო მოსამზადებელ კურსს აცხადებს, რომელიც ფარავს სამაგისტრო გამოცდით გათვალისწინებულ ყველა კომპეტენციას (წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) და ორი სესიისგან შედგება. ინფორმაციას შავი ზღვის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თითოეული სესიის ხანგრძლივობა ოთხი საათია.

„აღნიშნული კურსი საავტოროა და ორიგინალურ ტექნიკებს და სქემებს მოიცავს.

ტრენინგს ჩაატარებს მარი დგებუაძე, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ტრენერი, მსოფლიოს განათლების კვლევის ასოციაციის (WERA) საპატიო წევრი, ექსპერტი. ტრენინგები ჩატარდება 27 აპრილს და 3 მაისს

ტრენინგზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია: https://forms.gle/9LdnUJ9pzfCRcLzX6“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა