პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა და ომში დაჭრილები მოინახულა

პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა და ომში დაჭრილები მოინახულა

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, - ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრინცმა ჰარიმ ლვოვში კლინიკა მოინახულა და ომში დაჭრილ ჯარისკაცებს შეხვდა.

გამოცემის ცნობით, დაუგეგმავი მოგზაურობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უკრაინა დატოვა.

ამასან, BBC-ი წერს, რომ პრინცმა ჰარიმ, რომელიც 10 წლის განმავლობაში მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში, 2014 წელს დააარსა Invictus Games-ი, რათა დაჭრილ ვეტერანებს სპორტულ ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა.

კლინიკაში ვიზიტის მიზანი ქვეყნისთვის მიწოდებული დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისების დათვალიერება იყო.