კაია კალასი - ოთხი კვირა გავიდა, რაც უკრაინა ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე დათანხმდა, რუსეთის მხრიდან კი არანაირი დადებითი ნიშანი არ ჩანს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მოსკოვზე ზეწოლა

უკვე ოთხი კვირა გავიდა იმ დროიდან, რაც უკრაინამ ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადა და რუსეთის მხრიდან არანაირი დადებითი ნიშანი არ ჩანს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამიტომ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება რუსეთზე ზეწოლა და ვფიქრობ, რომ ეს ყველა იმ ადამიანის სანდოობის საკითხია, ვინც თქვა, რომ მკვლელობების შეჩერება გვჭირდება“, - აღნიშნა კალასმა.

ცნობისთვის, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დღეს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე მოისმენენ, რა ვითარებაა ადგილზე, რა არის საჭირო და როგორ შეუძლიათ მათ დახმარების გაწევა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი შეხვედრას ვიდეოკავშირის საშუალებით დაესწრება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე გაიმართებოდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები