დეპუტატს პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლა ერთჯერადად შეეძლება

დეპუტატს პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლა ერთჯერადად შეეძლება, რაზეც მას თანხმობას პარლამენტის თავმჯდომარე მისცემს.

“ქართულ ოცნებას“ ახალი რეგლამენტის ფარგლებში ცვლილებები პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის მიმართულებითაც შეაქვს.

ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის წევრს პირადი, კომიტეტის ან დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვით, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიენიჭოს. გარდა ამისა, თავად პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.

რაც შეეხება ახალ რეგულაციას, რომელიც ახალი რეგლამენტის პროექტით არის გაწერილი, პარლამენტის თავმჯდომარე კვლავაც უფლებამოსილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდეს. მისივე თანხმობით დეპუტატი საპატიმრო დაწესებულებაში შესვლას ერთჯერადად შესძლებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, შესაბამის რეგულაციაში ცვლილებების შეტანა წინა მოწვევის პარლამენტის დროს, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შესვლისა და შეხვედრების პრაქტიკამ განაპირობა. პაპუაშვილის თქმით, რეგლამენტი იმდაგვარი დაზუსტდა და დაკონკრეტდა, რათა აღარ იყოს ინტერპრეტაცია, “თითქოს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლაზე ვინმეს აბონემენტი აქვს გამოწერილი“.

“საკითხი წინა მოწვევის პარლამენტში აქტუალური იყო. ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აქტიურობიდან გამომდინარე, მთელი მისი პოლიტიკური გუნდი ცდილობდა დღე და ღამე გაეთენებინა დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება. ვიზიტები თითქმის ყოველ დღე ჰქონდათ. შემდეგ, როცა ამასთან დაკავშირებით განვაცხადე, რომ მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს ამის შესაძლებლობას აღარ მივცემდი, რადგან პაემნად იყენებდნენ, ცდილობდნენ ამ ინსტრუმენტის იმდაგვარად განმარტებას, თითქოს ეს პარლამენტის წევრი უფლებაა, რაც საკანონმდებლო სივრცეში არსებულ რეალობას არ შეესაბამება“, - განაცხადა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ახალი რეგლამენტის პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება.

ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს