ზურაბ ცეცხლაძე - ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები არ ვმალავთ, რომ ვაპირებთ ძალიან ხისტი ბრძოლის გამართვას ამ რეჟიმის წინააღმდეგ - მოგიწოდებთ, 14 აპრილს ყველა ერთად დავდგეთ

ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები არ ვმალავთ, რომ ვაპირებთ ძალიან ხისტი ბრძოლის გამართვას ამ რეჟიმის წინააღმდეგ. მზად ვართ და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სიცოცხლეს დავიცავთ და ხელჩართულ ჩხუბსაც გავმართავთ. არავინ უკან დახევას არ აპირებს! - ამის შესახებ აქციების პერიოდში დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ ზურაბ ცეცხლაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ცეცხლაძემ საზოგადოებას მიმართა და უთხრა, რომ 14 აპრილს დიდი აქციის გაკეთებას აპირებენ, რომელსაც წინამძღოლები ეყოლება.

„მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, როგორც ვხედავთ, არ ჩერდება რეჟიმი და ფიქრობს, მაქსიმალურად სწრაფად, ყველგან სადამსჯელო და დამანგრეველი დარტყმები მიაყენოს საპროტესტო ელექტორატს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს მას არ გამოუვა.

ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაციას ვახდენთ და ერთობის ძალიან დიდ ჯგუფს ვაკეთებთ. ჩვენი ეს საქმიანობა ამ მიმართულებით უკვე დასასრულს უახლოვდება და მოკლე ხანში ძალიან სერიოზული სიმძიმის ცენტრით დავუპირისპირდებით ამ თვითმარქვია, არალეგიტიმურ და მოღალატე ხელისუფლებას.

ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები არ ვმალავთ, რომ ვაპირებთ ძალიან ხისტი ბრძოლის გამართვას ამ რეჟიმის წინააღმდეგ. უნდა ვუთხრათ, რომ მზად ვართ და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სიცოცხლეს დავიცავთ და ხელჩართულ ჩხუბსაც გავმართავთ. არავინ უკან დახევას არ აპირებს!

ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი სიცოცხლე დავუთმოთ მათ, თუმცა არც იმას ვაპირებთ, რომ ვინმეს სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდოთ. დავიცავთ საკუთარ სიცოცხლესაც და მათ სიცოცხლესაც, ვინც ჩვენს გვერდით დადგება, ჩვენ ამის ძალები უკვე გვაქვს.

უკან დახევას არ ვაპირებთ იმიტომ, რომ საქართველო არის ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი შვილები არიან ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ჩვენს ზურგს უკან და უკან დასახევი გზა უბრალოდ მოჭრილია, ამის ფიცი უკვე დავდეთ ჩვენ.

პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები გვერდში დავუდგებით ახალგაზრდებს, ყველგან და ყველაფერში, რათა ამ ფიცის ღირსეულად შემსრულებელი თაობა იყოს და ასე შევიდეს ის ისტორიაში.

მოგიწოდებთ, 14 აპრილს ყველა ერთად დავდგეთ და ძალიან მაგარ ღონისძიება ჩავატაროთ, დავანახოთ ამათ, რომ მართლა სერიოზული ძალა ვართ. ჩვენს აქციებს წინამძღოლები ეყოლება და დაცვა ეყოლება, რომ ხელი ვერავინ შეახოს ვერავის”, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება