უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 88 დრონით შეუტიეს - უკრაინის თავდაცვის ძალებმა 56 რუსული დრონი ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 88 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა 56 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 24 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.

რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, კიევის, ოდესის, დნიპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქები დაზარალდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს, რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს