„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრების განცხადებით, სამსახურიდან ვასილ-ივანოვ ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება უკანონოა და მენეჯმენტი ამისთვის პასუხს აგებს

მენეჯმენტის გუშინდელი გადაწყვეტილება არის უკანონო, მიკერძოებული, უსამართლო, არაპროფესიონალური. ეს არის რეჟიმის სამსახურში მყოფი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ნორმალურ პირობებში, პირიქით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტი უნდა ამაყობდეს ამ თანამშრომლებით, რომლებიც ასე გაწირა და უნამუსოდ მოექცა,- აღნიშნული განცხადება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლიკა ბასილაიამ ბორდის წევრებთან ერთად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან გააკეთა, როდესაც გამოეხმაურა ტელევიზიიდან ჟურნალისტების ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ-ივანოვ ჩიქოვანის გათავისუფლებას.

როგორც მან აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს.

„პირადად მე, როგორც ბოდრის წევრი, ვაპირებ, რომ ყველა ჩემს ხელთ არსებული ბერკეტი გამოვიყენო, რომ იმ ადამიანებმა, კონკრეტულად თინათინ ბერძენიშვილმა, ვასილ მაღლაფერიძემ და სხვებმა, ვინც ე.წ. მოკვლევა ჩაატარეს და ასეთი უსამართლო, ტყუილებზე და ცილისწამებაზე დაფუძნებული ე.წ. დასკვნა გამოიტანა, რომლის საფუძველზეც ეს ხალხი სამსახურიდან ასე უსირცხვილოდ გაათავისუფლეს, პასუხი აგონ, პირველ რიგში, უმძიმესი სანქციით.

დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს, როგორ შევძლებთ ჩვენ ამ ხალხის სამართლიანად და სამართლებრივად დასჯას, შემდგომ მათ პასუხისგებაში გადაცემას, როდესაც ამის დრო მოვა სწორედაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იდეის ღალატისთვის, თვითონ ტელევიზიის სახელისა და რეპუტაციის შელახვისთვის და მომავლის მოსპობისთვის. ეს არხი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს. რომ ხალხმა პროტესტი გამოთქვა, რომ სათანადოდ არ შუქდებოდა ნოემბრისა და დეკემბრის დასაწყისის მოვლენები, ამის თაობაზე პეტიცია მოამზადა და ბევრმა ხელი მოაწერა, თანამშრომლები აპროტესტებდნენ ირაკლი კობახიძის სამარცხვინო განცხადებას, რომ ჩვენ ვაჩერებთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს იმის გამო, რომ რუსულ რეჟიმს ასე მოუნდა, ხალხმა ეს გააპროტესტა, ასევე გააპროტესტა ის, რომ არასათანადოდ, მიკერძოებით და უსამართლოდ შუქდებოდა მოვლენები ამ არხზე. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ხალხმა პასუხი აგოს და ეს, აუცილებლად ასე იქნება“,- განაცხადა ლიკა ბასილაიამ.

ამასთან, როგორც სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არავის დაავიწყდება.

„საბჭოთა სტილში გაათავისუფლეს პატიოსანი ჟურნალისტები, რომლებიც ამ ქვეყანას ემსახურებოდნენ, ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. 37 წელი გრძელდება, გადაწყვეტილებები, რომელიც გუშინ იქნა მიღებული, იმ სტილშია და ძალიან სამწუხაროა, რომ დირექტორს, ქალბატონ თინას [ბერძენიშვილს] მიაჩნდა, რომ მისი საქმე არ იყო ჩონჩხებზე ცეკვა, როგორც ჩანს, მოსწონს ეს საქმიანობა, მან უნდა იცოდეს, ვინც ჩონჩხებზე ცეკვავს, პოლიტიკური მოტივებით გადაწყვეტილებებს იღებს და ადამიანების თავებზე გადადის, რა თქმა უნდა, ამას შედეგი მოჰყვება, მან ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს. სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღო, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ამას პასუხი და პასუხისგება მოჰყვება. ეს არ არის ისეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ყველას დაავიწყდება. არავის დაავიწყდება ის, რაც სამწუხაროდ, გუშინ გაკეთდა“, - განაცხადა ტუღუშმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე