კიტ კელოგი - „უკრაინის დაყოფის“ შესახებ The Times-მა ჩემი სიტყვები არასწორად გადმოსცა - დაყოფაზე საუბრისას ვგულისხმობდი მოკავშირეთა ძალების პასუხისმგებლობის ზონებს და არა უკრაინას

„უკრაინის დაყოფის“ შესახებ The Times-მა ჩემი სიტყვები არასწორად გადმოსცა, - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის წარმომადგენელი, კიტ კელოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„The Times-ის სტატიაში ჩემი სიტყვები არასწორად არის გადმოცემული. მე ვსაუბრობდი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინის სუვერენიტეტის მხარდამჭერ სამშვიდობო ძალებზე. დაყოფის შესახებ საუბრისას ვგულისხმობდი მოკავშირეთა ძალების (აშშ-ის ჯარების გარეშე) პასუხისმგებლობის ზონებს. მე უკრაინის დაყოფას არ ვგულისხმობდი“, - წერს კელოგი.

ცნობისთვის, მანამდე The Times-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინა შეიძლება ისე დაიყოს, როგორც ბერლინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

„შეიძლება ეს ისე გაკეთდეს, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბერლინთან დაკავშირებით მოხდა და რუსული, ფრანგული, ბრიტანული და ამერიკული ზონები იყოს“, - აღნიშნა კელოგმა.

კელოგის განცხადებით, უკრაინის დასავლეთ ტერიტორიებს ფრანგული და ბრიტანული ჯარები გააკონტროლებენ, ხოლო რუსეთის არმია ოკუპირებულ აღმოსავლეთს. მათ შორის კი უკრაინული ჯარები და დემილიტარიზებული ზონა იქნება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები