ადგილობრივები აცხადებენ, რომ ე.წ. ტიტანიკის კორპუსი, სადაც ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა, წლებია ავარიულია - მცხოვრებლები კორპუსიდან გაყვანას ითხოვენ

ავჭალის დასახლებაში, ე.წ. ტიტანიკის კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, 13 წლის ბიჭი შახტში ორი დღის წინ ჩავარდა, სასწრაფომ კლინიკაში ცოცხალი გადაიყვანა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ადგილობრივის, ხათუნა ჩხაიძის ინფორმაციით, კორპუსი, რომელშიც შემთხვევა მოხდა, წლებია ავარიულია.

მისივე თქმით, მოსახლეობამ მერიას რამდენჯერმე მიმართა თხოვნით, რომ მათთვის სხვა საცხოვრებელი გამოეყოთ, თუმცა უშედეგოდ.

“წლებია ავარიულ კორპუსში ვცხოვრობთ. ვითხოვთ, რომ მერიამ, გამგეობამ გაგვიყვანოს. ადვოკატებიც გვყავდა აყვანილი, მაგრამ დღემდე უშედეგოდ ვართ. შედეგი ეს მძიმე ტრაგედიაა. მერიას ძალიან ბევრჯერ მივმართეთ. წერილები, კერძო ადვოკატები, ჯგუფურად აყვანილი ადვოკატები - შედეგი არის ეს. ბოლოს ყველამ მოაწერა ხელი [განცხადებას]. ქერჩის ქუჩაზე მიგვიყვანეს და გვითხრეს, რომ იქ ახალი საცხოვრებელი აშენდებოდა, მაგრამ ესეც ტყუილი იყო. წლებია ამ მდგომარეობაში ვართ”, - განაცხადა ხათუნა ხაჩიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს მან პირადად დაურეკა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს და სთხოვა ადგილზე მოსულიყვნენ, თუმცა იქ არავინ მისულა.

“დავრეკე და ვუთხარი, რომ ტელევიზია მოსულია, ხალხი გამოსული ვართ და მობრძანდით და თქვენი სიმართლე თქვით - მეთქი. ამ დრომდე არავინ მოსულა”, - განაცხადა ხათუნა ხაჩიძემ.

გარდა ამისა, სხვა ადგილობრივები აცხადებენ, რომ მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ადრეც მომხდარა.

“ინტერპრესნიუსს” შინაგან შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს