კაია კალასი სუმზე თავდასხმაზე - რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერების საშინელი მაგალითი, მაშინ, როცა უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა

გულსატკენი კადრები სუმიდან დღეს დილით, სადაც მოსახლეობა ბზობის კვირა დღეს შეიკრიბა, მაგრამ რუსული რაკეტები დახვდათ, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

„რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერების საშინელი მაგალითი, მაშინ, როცა უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა“, - წერს კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი, 80-ზე მეტი კი - დაშავდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა