მიხაილ გალუზინი - მზად ვართ, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ

მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება - აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა რუსეთის ხელისუფლებამ, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა შეწყვიტა „მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოების და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება სცადა“ და ახლა, საქართველოში, სააკაშვილის რეჟიმი ამის გამო ყველაზე მკაცრ კრიტიკას განიცდის.

გალუზინის თქმით, გასული წლის შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოს ხელმძღვანელობამ ძალიან „გონივრული განცხადებები გააკეთა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ“.

„როგორც მესმის, ოფიციალურ თბილისს იგივე დამოკიდებულება აქვს აფხაზეთის მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალებია. ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიხატება კონკრეტულ ნაბიჯებში საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, - აღნიშნა გალუზინმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება.

„ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კვლავ უკავშირებს ჩვენს პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება“, - აღნიშნა გალუზინმა.

თუმცა, მისი მტკიცებით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ყოვლისმომცველი განვითარება განაგრძოს.

„ამისთვის ბევრი შესაძლებლობა არსებობს. საქართველოსთვის რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან ბაზრად რჩება მრავალ სფეროში, განსაკუთრებით ღვინის პროდუქტებისა და ხილის. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოსთვის ენერგორესურსებისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია. რუსეთსა და საქართველოს აერთიანებს საერთო ისტორია, საერთო რწმენა, კულტურული, ჰუმანიტარული და ადამიანური კავშირები“, - აღნიშნა გალუზინმა.

მისი თქმით, რუსულმა მხარემ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„კერძოდ, აღდგა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის. აღდგა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, მზად ვართ, აღვადგინოთ ისინი. მზად ვართ, წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, - აღნიშნა გალუზინმა.

კითხვაზე, თუ ქართული მხრიდან სიგნალი მოვა, შესაძლებელია თუ არა დიპლომატიური და პოლიტიკური კონტაქტების აღდგენის გზაზე დადგომა, გალუზინმა უპასუხა :

„დიპლომატებს ნამდვილად არ უყვართ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებიც იწყება სიტყვით „თუ“. მაგრამ ამ შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ ალბათ მართალი ხართ“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა