მამუკა ხაზარაძე - ქართული ენის დღეს გილოცავთ! - გულწრფელად მჯერა, რომ ის თავდადება ისევ ცოცხალია ჩვენში და ახლა, როცა საბჭოთა ნარჩენები ქვეყანას გვართმევენ, ისევ ისეთი სიმტკიცით დავდგებით ერთად, როგორც 47 წლის წინ!

ქართული ენის დღეს გილოცავთ! - გულწრფელად მჯერა, რომ ის თავდადება ისევ ცოცხალია ჩვენში და ახლა, როცა საბჭოთა ნარჩენები ქვეყანას გვართმევენ, ისევ ისეთი სიმტკიცით დავდგებით ერთად, როგორც 47 წლის წინ! - ასე ეხმაურება „ლელო - ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე 14 აპრილს - დედაენის დღის თარიღს.

„ენასთან დაკავშირებით კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დემონსტრაციას ვმართავთ - გაგვიმართლებს, თუ არ გვესვრიან" - ეს შეტყობინება New York Times-ის მოსკოვის ბიუროში 1978 წლის 14 აპრილს შევიდა.

ოთხ დღეში ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა მეორე სტატია, სახელწოდებით - "საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხზე".

47 წლის წინ ქართული ენის დასაცავად ქუჩაში გამოსულმა ქართველმა სტუდენტებმა იმდენი შეძლეს, რომ მსოფლიო მათ გამარჯვებაზე აალაპარაკეს!

ეს მართლაც დიდი გამარჯვება იყო - საბჭოთა საქართველოში ქართულ ენას კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა!

ქართული ენის დღეს გილოცავთ!

გულწრფელად მჯერა, რომ ის თავდადება ისევ ცოცხალია ჩვენში და ახლა, როცა საბჭოთა ნარჩენები ქვეყანას გვართმევენ, ისევ ისეთი სიმტკიცით დავდგებით ერთად, როგორც 47 წლის წინ!

მჯერა, რომ ქართველების გამარჯვებაზე მსოფლიო პრესა კიდევ არაერთხელ დაწერს!“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები