ოლგა სტეფანიშინა - უკრაინამ აშშ-ს მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით წინადადებები გადასცა

უკრაინამ მოამზადა და უკვე გადასცა ამერიკულ მხარეს საკუთარი წინადადებები მინერალური რესურსების შესახებ სამომავლო შეთანხმებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის კონსულტაციების მიმდინარეობის ფაქტი დადებითი ნიშანია და იმედი აქვს, რომ კონსულტაციების შემდეგ მოლაპარაკებები გაგრძელდება მანამ, სანამ მხარეები შეთანხმებას არ მიაღწევენ.

„უკრაინის დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, ამერიკული მხარისთვის გადაეცა ყველა ის წინადადება, რომელიც ჩვენ აქ, კიევში მოვამზადეთ და რომელზეც შევთანხმდით. ყველა მათგანი განხილვის საგანი იყო. გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია, მაგრამ მოველი, რომ ამ კონსულტაციების შემდეგ მოლაპარაკებები გაგრძელდება მანამ, სანამ შეთანხმებას არ მივაღწევთ. ცხადია, ეს ფინალური რაუნდი არ არის“, - აღნიშნა სტეფანიშინამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა