აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტი -„უკრაინის მხარდაჭერის აქტი“- წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, გრეგ მიკსმა წარადგინა და ის უკრაინის უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის დაფინანსების უზრუნველყოფასა და რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

„ეს კანონპროექტი, ცხადია, საკანონმდებლო დისკუსიის ნაწილი იქნება“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ Reuters-თან საუბარში.

გამოცემა წერს, რომ კანონპროექტი არის კიევის მთავრობის მხარდაჭერის მიზნით ტრამპის ადმინისტრაციაზე ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობა და ამ ძალისხმევას დამატებითი აქტუალობა მიენიჭა კვირას, როდესაც რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის ქალაქ სუმს დაარტყა მაშინ, როცა ადამიანები ბზობის დღესასწაულზე ეკლესიაში წირვას ესწრებოდნენ. კიევის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა და 117 დაიჭრა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს