ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტები, რომლებიც საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ დადგენილებების დამტკიცებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კანონპროექტებით პრეზიდენტი უმაღლეს რადას უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას სთავაზობს.

უკრაინული მედია წერს, რომ ეს იქნება საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების შესახებ უმაღლეს რადაში გამართული მე-15 კენჭისყრა რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.

15 იანვარს უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის 9 მაისამდე გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები მიიღო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა