დიმიტრი პესკოვი - აშშ-თან კონტაქტებს დადებითად ვაფასებთ

აშშ-თან კონტაქტებს დადებითად ვაფასებთ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში პროგრესია.

„ჯერჯერობით რაიმე სახის შეთანხმების მკაფიო მონახაზი არ არსებობს, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის პოლიტიკური ნება არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან დადებითად ვაფასებთ კონსტრუქციულ და შინაარსობრივ კონტაქტებს, რომლებიც შედგა“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი და აშშ მშვიდობის მიღწევისთვის ბევრს მუშაობენ.

„საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ინფორმაციის გაცვლა პირადად ხდება. ვგულისხმობ სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის ახლახან გამართულ შეხვედრას. რა თქმა უნდა, სამშვიდობო ინიციატივების ძიება რთული საკითხია, ამიტომ სწრაფი შედეგების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები