უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 97 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 97 დრონით შეუტიეს - უკრაინის თავდაცვის ძალებმა 57 რუსული დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში 57 რუსული დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 34 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.

რუსეთის თავდასხმის შედეგად სუმის, ოდესის, დნიპროპეტროვსკის, კიევისა და პოლტავის ოლქები დაზარალდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს