ავსტრიის კანცლერი ირაკლი კობახიძეს - დარწმუნებული ვარ, შემდგომ წლებშიც გავაღრმავებთ ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას

საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც ეფუძნება ორმხრივ პატივისცემას და ურთიერთგაგებას, დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ წლებშიც გავაღრმავებთ წარმატებულ თანამშრომლობას, - ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ქრისტიან შტოკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.

ქრისტიან შტოკერი საქართველოს მთავრობის მეთაურს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერად დანიშვნის მილოცვისთვის მადლობას უხდის.

„საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც ეფუძნება ორმხრივ პატივისცემას და ურთიერთგაგებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდგომ წლებშიც გავაღრმავებთ წარმატებულ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, - აღნიშნავს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილში.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა