საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ

წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დიდი დღესასწაულების მოახლოებისას, კიბერინციდენტები დაახლოებთ 30%-ით იზრდება. თაღლითები სწორედ იმ პერიოდში აქტიურდებიან, როდესაც უამრავი სახარბიელო შეთავაზებაა და ყველას, ბუნებრივია, საუკეთესოს მიღება სურს. კიბერშეტევებისგან თავი როგორც ბიზნესებმა ისე საცალო მომხმარებლებმა უნდა დაიცვან.

ფიშინგ შეტევის ტიპი კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ იარაღად კიბერთაღლითებისთვის. ის საფრთხეს უქმნის როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ასევე ორგანიზაციებს. ორგანიზაციების მოწყვლადობა, მათ შორის, გრძელი უქმეებითაცაა განპირობებული - საჭიროებისამებრ ინციდენტის საპასუხოდ ისეთი სწრაფი რეაგირება შეიძლება ვერ მოხდეს, როგორც ეს ჩვეულებრივ სამუშაო კვირის მანძილზე მოხდებოდა.

„დღეს, როცა თითქმის ყველა მაღაზიას და ბრენდს განსაკუთრებულ შეთავაზებები აქვს, მომხმარებელი ხშირად შფოთავს, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამორჩება. ამ ფონზე ადამიანი ზოგჯერ დაუფიქრებლად იღებს გადაწყვეტილებას და ტყუვდება - გადადის საეჭვო ბმულზე, ჩამოტვირთავს ფაილს ან შეჰყავს პირადი მონაცემები ყალბ ვებსაიტზე და შედეგად თანხასაც კარგავს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიყოთ მშვიდად და გავითვალისწინოთ კიბერრჩევები“ - ამბობს ინგა ქარჩავა, საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორი.

რა უნდა გაითვალისწინონ ამ პერიოდში ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირმა კიბერუსაფრთხოების დაცვის მიზნით

კიბერრჩევები ორგანიზაციებისთვის:

  1. შეამოწმეთ მოქმედია თუ არა ანტივირუსული პროგრამა ორგანიზაციაში
  2. დააყენეთ განახლებები კრიტიკულ სისტემებზე
  3. თუ მანამდე არ გაგიკეთებიათ, აიღეთ კრიტიკული მონაცმების სათადარიგო ასლები და შეინახეთ სხვა სისტემაზე
  4. გადახედეთ წვდომებს (სისტემურს და ფიზიკურს), შეზღუდეთ არასაჭირო წვდომები
  5. განახორციელეთ აქტიური მონიტორინგი ქსელზე

სადღესასწაულო საყიდლებით დაკავებული მომხმარებლებისთვის

  1. ყურადღებით იყავით შეთავაზებებთან და რეკლამასთან მიმართებით ვირტუალურ სივრცეში. ეცადეთ არ გადახვიდეთ ბმულზე უცებ ამომხტარი რეკლამიდან. თუ შეთავაზება ზედმეტად კარგად ჟღერს - ის შესაძლოა ყალბია
  2. გადაამოწმეთ შეთავაზების სისწორე კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - დაუკავშირდით შეთავაზების ავტორს პირდაპირ მისი ოფიციალური არხების მეშვეობით და დარწმუნდით, რომ შეთავაზება რეალურია
  3. არ გამოიყენოთ დაუცველი ღია WIFI გადახდებისთვის
  4. შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, არაავტორიზებული წვდომის პრევენციისთვის
  5. პერიოდულად გადახედეთ საბანკო ამონაწერს

(R)

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში