ეკა დემეტრაძე - რეპრესიები დიდი ხანია დაწყებულია, კულტურის სამინისტროს განცხადება აბსურდია, ძალიან დამამცირებელია თითოეული მსახიობისა და რეჟისორისთვის

რეპრესიები დიდი ხანია დაწყებულია, კულტურის სამინისტროს განცხადება აბსურდია, ძალიან დამამცირებელია თითოეული მსახიობისთვის, რეჟისორისთვის - ამის შესახებ მსახიობმა ეკა დემეტრაძემ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრთან განაცხადა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილი გაათავისუფლა.

“რეპრესიები დიდი ხანია, რაც დაწყებულია. ამას ძალიან დიდი ხანია ვყვირით. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება არის თუ არა რეპრესიები, ან თუ ვინმეს სჯერა იმ განცხადების, რასაც ე.წ კულტურის მინისტრი ამბობს, მართლა აბსურდია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ძალიან დამამცირებელია თითოეული მსახიობისთვის, რეჟისორისთვის”, - განაცხადა დემეტრაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს