ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს ქმნის და საქართველოს ევროპას კიდევ უფრო აშორებს

საქართველოში ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები მთავრობისგან დამოუკიდებლად სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს ქმნის, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოს პარლამენტის მიერ „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს.

„გუშინ საქართველოში ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები მოითხოვს, რომ დონორებმა სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი პროექტების დასაფინანსებლად მთავრობის თანხმობა მიიღონ. ეს მთავრობისგან დამოუკიდებლად სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს ქმნის და საქართველოს ევროპას კიდევ უფრო აშორებს“, - წერს მარგუს ცაჰკნა X-ზე.

ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ