დიმიტრი პესკოვი - უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმაზე გამოცხადებული მორატორიუმის ვადა ამოიწურა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმაზე გამოცხადებული მორატორიუმის ვადა ამოიწურა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„თვე ნამდვილად ამოიწურა. ამ მომენტისთვის, უმაღლესი მთავარსარდლის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისგან სხვა მითითებები არ ყოფილა“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

მისი მტკიცებით, კიევისგან განსხვავებით, მოსკოვი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების აკრძალვას იცავდა.

ამასთან, პესკოვის თქმით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია, ეს დროებით მორატორიუმს უკავშირდება, თუმცა წინ კიდევ ბევრი განხილვაა.

შეგახსენებთ, 18 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ დონალდ ტრამპმა კონფლიქტის მხარეებს შესთავაზა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმები 30 დღით შეაჩერონ, ვლადიმერ პუტინი ამ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მისცა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს