დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზად არის „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, ტრამპს კონკრეტულ ვადებზე ჰკითხეს, როდის იქნება აშშ მზად მიატოვოს „სამშვიდობო ძალისხმევა“, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დღეების კონკრეტული რაოდენობა არაა, მაგრამ სწრაფად, ამის [სამშვიდობო შეთანხმების] მიღწევა გვინდა“.

„თუ რაიმე მიზეზით ორიდან რომელიმე მხარე ძალიან გაართულებს საქმეს, უბრალოდ ვიტყვით „სულელები ხართ, სულელები ხართ, საშინელი ხალხი ხართ“ და უბრალოდ ხელებს „დავიბანთ“. მაგრამ, ვიმედოვნებ, ამის გაკეთება არ მოგვიწევს“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა პასუხი არ გასცა კითხვას, აშშ მთლიანად მიატოვებს მოლაპარაკებებს თუ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას თუ მოლაპარაკებები ჩავარდება.

მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის საჭირო პროგრესზე კითხვაზე პასუხის გაცემისას ტრამპმა განაცხადა, რომ მან ორივე მხარისგან „უნდა დაინახოს ამის დასრულების ენთუზიაზმი“ და აღნიშნა, რომ ეს მალე ეცოდინება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა