სტუდენტები და აქციების დროს დაკავებულთა მშობლები მსვლელობით გმირთა მოედანზე მივიდნენ

სტუდენტები და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა მშობლები პარლამენტიდან მსვლელობით გმირთა მოედანზე მივიდნენ.

დემონსტრანტები გმირთა მემორიალთან ფიცის დადების ცერემონიალს გამართავენ.

აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილის ერთი ზოლის გადაკეტვის ნებართვა მისცეს და სწორედ, ასე იარეს მსვლელობით მათ საკანონმდებლო ორგანოდან გმირთა მოედნამდე.

აღნიშნულ აქციას მსვლელობით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეკრებილები დემონსტრანტები შეუერთდნენ და ფიცის დადების შემდეგისინი მსვლელობით კვლავ პარლამენტისკენ გაემართებიან.

აქციის მონაწილეები აპირებენ, აღდგომის დღესასწაულს ერთად, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ. დღეს, პროტესტის 143-ე დღეა. მოთხოვნები უცვლელია - ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. თბილისის პარალელურად აქციები დაგეგმილია რეგიონებშიც.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!